https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“იმედია, ხელისუფლება ჩვენს ხმას გაიგებს და არ დაგვჭირდება არჩევნების ბოიკოტირება”

10:06; 11.06.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მთავარი გზის პრობლემებთან დაკავშირებით ბევრჯერ ითქვა, ბევრჯერაც დაიწერა და ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არაერთხელ მიიღეს დაპირება პრობლემის მოგვარების თაობაზე. მაგრამ, წლებია, პრობლემა პრობლემად რჩება და ადგილობრივები კვლავაც ცდილობენ, გააგონონ საკუთარი ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

საქმე გზის 12-კილომეტრიან  მონაკვეთს ეხება, რომელიც სოფელ შუხუთიდან აკეთის ცენტრალურ გზას მოიცავს სოფელ ნაგომრამდე. როგორც აკეთის მოსახლეობა ამბობს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება რთულია და  ხშირ შემთხვევაში, სოფელ აცანიდან შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ჩავიდნენ.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაცემული პირობისა, რომ გზა გაკეთდებოდა, პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია. ადგილობრივთა თქმით, ჰქონდათ იმედი, რომ სოფლის მთავარი გზის მოწესრიგება გასული წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მათი ეს მოლოდინი არ გამართლდა.

“ეს უმოკლესი გზაა, რომელიც ლანჩხუთს მეზობელ ჩოხატაურსა და კურორტ ბახმაროსთან აკავშირებს, ამიტომ განსაკუთრებული დატვირთვა ზაფხულობით აქვს. გასულ წელს  გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩვენთვის მოცემული პირობა შესრულდებოდა და გზის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. მუნიციპალიტეტის პირველი პირებისგან მხოლოდ ის გვესმის, რომ გზის მშენებლობა დღის წესრიგშია, რაღაც სავარაუდო ვადებსაც ასახელებენ, მაგრამ კონკრეტული ჯერ კიდევ არაფერი ჩანს”, _ ამბობენ აკეთელები, რომლებიც პროტესტის მწვავე ფორმით იმუქრებიან, თუ მათი ეს პრობლემა არ გადაიჭრება.

“ყელში ამოვიდა ამდენი დაპირება _ წლებია, სოფელს არ აქვს ცენტრალური გზა. მთავარი გზა მაინც გაგვიკეთონ! სოფელში ცხოვრება გვინდა, ოჯახები გვყავს.

თუ მოკლე ხანში ამ გზის მშენებლობა არ დაიწყება, ნახავენ, რა შეუძლია ხალხს _ მალე არჩევნები მოდის!” _ იმუქრება მოსახლეობა

2020 წლისთვის აკეთში სოფლის ცენტრალური გზის მშენებლობის დაწყების მოლოდინი მართლაც იყო, ამის დასტურია გასული წლის ზაფხულში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის “გურია ნიუსთან” გაკეთებული კომენტარი, სადაც იგი აანონსებდა, რომ გზის მშენებლობა აკეთში 2020 წელს დაიწყებოდა.

“ჩვენ სოფლის მოსახლეობას ვუთხარით, რომ დაპროექტება და გზის მშენებლობა 2020 წელს მოხდებოდა, თუმცა, არ თქმულა კონკრეტული ვადები. სამუშაო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს, რაც მიმდინარე წლისთვისაა გათვალისწინებული”, _ თქვა “გურია ნიუსთან” ჯერ კიდევ  გასული წლის ივლისში ლევან ჩხაიძემ.

აკეთის გზის რეაბილიტაცია რომ მართლაც დგას დღის წესრიგში და ის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგრამით უნდა მოხდეს, “გურია ნიუსთან” საუბარში რამდენიმე დღის წინაც დაადასტურა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, თუმცა, კონკრეტულ ვადებზე ჩხაიძე ვერაფერს ამბობს.

სწორედ, ზემოთ ნახსენები პრობლემის თაობაზე შეხვდნენ  “აკეთის ახალგაზრდული კომიტეტის” წევრები  ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ.

ამის თაობაზე ინფორმაცია  სოციალურ ქსელში სოფლის “ახალგაზრდული კომიტეტის’’ წევრებმა თავად გაავრცელეს.

როგორც გაირკვა, სოფლის ახალგაზრდებთან შეხვედრას  ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია,   მერის წარმომადგენელი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მანუჩარ ღლონტი და თემის მოსახლეობის ნაწილი ესწრებოდნენ.

“ხელისუფლების წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე არ დაიწყება ცენტრალური გზის, რაც თემში შემავალ ოთხივე სოფელს ეხება, ასფალტირებასთან დაკავშირებული რეალური პროცესები: გზის შესწავლა, პროექტირება, ტენდერის გამოცხადება და ტენდერის დამტკიცება,  მაშინ  800-მდე ხელმომწერი მოსახლე ბოიკოტს გამოუცხადებს  არჩევნებს. არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი და ველით ამ პროცესების დაწყებას.

 იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება ჩვენს ხმას გაიგებს და არ დაგვჭირდება არჩევნების ბოიკოტირება”, _ განმარტებულია “ახალგაზრდული კომიტეტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აკეთის ახალგაზრდულმა კომიტეტმა სოციალურ ქსელში  პეტიციაც გაავრცელა  სოფელში 12-კილომეტრიანი გზის საფარის მოწესრიგების თაობაზე.

 “ხელი უამრავმა ადამიანმა მოაწერა, რომელთა შორის 800 ადგილობრივი მცხოვრებია. როცა ხედავ, რომ ის, ვისაც შენი სოფლის პრობლემების მოგვარება ევალება, ვერ აგვარებს მას, არ უნდა დაელოდო და შენ თვითონვე უნდა დაიწყო ბრძოლა შენი სოფლის კეთილდღეობისთვის. სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა. არ ვაპირებთ ამ პრობლემებზე თვალის დახუჭვას. ფაქტია, რომ სოფლებს დღესდღეობით ნაკლები ყურადღება ექცევა და ამ მხრივ, ახალგაზრდების ჩართულობით და აქტიურობით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. აკეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვს. უგზოობის პრობლემიდან გამომდინარე, სოფელში სხვა პრობლემებიც აქტუალურია”, _ აჟღერებენ აკეთელი ახალგაზრდები.

თემასთან დაკავშირებით მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის მერი პრობლემის თაობაზე კვლავაც გეგმავს შეხვდეს აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას:

“შეხვდა მერი ამ ადამიანებს, კიდევ აპირებს მათთან შეხვედრას და ამის შემდეგ დაიწყება  შესწავლა და პროექტირება”, _ გვითხრა სულაბერიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026

მესამე დღეა, შავ ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ

კახა კუჭავა გიტანას ნაუსედას შეხვდა

ყველა სიახლე

მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1.02.2026
სამართალი

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 3 პირი

10:28; 1.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10:25; 1.02.2026
ზაფრანი

„ოხუნჯობა“

10:05; 1.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

9:54; 1.02.2026
ზაფრანი

„ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო“

9:44; 1.02.2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

9:38; 1.02.2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

9:33; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო