„გურიაში საღამომდე მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსი იქნება. ხვალ მთელ დასავლეთ საქართველოში, ასევე გურიაში გამოიდარებს და შესაძლებელია ივნისში ყველაზე მაღალი, +31-33 გრადუსი“,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, 15-16 ივნისს ღამის საათებშია მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა +28 გრადუსამდე დაიკლებს.
“17-19 ივნისს კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა კვლავ 20-21 გრადუსამდე დაიკლებს.
კვირას შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს”,_ ამბობს გვაზავა.