„სოფელი ჩოჩხათი „რაც დროს გადაურჩა“, მხატვარ–დეკორატორი თენგიზ ლაცაბიძე“-წერს ფეისბუქზე სოციალური ქსელის მომმარებელი სოფიო ჩხაიძე და სოფელ ჩოჩხათის კულტურის სახლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„ასეთი სილამაზე თითქმის ყველგან განადგურდა….ყველა სოფელში იყო ადმინისტრაციული შენობა ძვირფასი ჭაღებით და მოხატული ჭერით და კედლებით. გემოვნებით მოწყობილი დარბაზები კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის, ძვირფასი ბიბლიოთეკები უნიკალური მხატვრული წიგნების ფონდით…..სამწუხაროდ, იყო და აღარ არის…..
ამ სილამაზის ასე უპატრონოდ მიგდება შეიძლება?!“-წერია სოციალურ ქსელში.