დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვის გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო. დაზარალებულ სამ ბავშვს კი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000ლარი მიაკუთვნა.
ბავშვები 2 წლის წინ სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა 2 წელი მშობლებისგან დაშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ უკანონოდ ცნო და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი.