პოლონეთში გაუჩინარებული ახალგაზრდა, 26 წლის დიტო ხელხელაური გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ,,მთავარი არხი“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, აღნიშნულს ადასტურებს მისი მამიდა და აცხადებს, რომ ოჯახს ვარშავიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ხელხელაურის პირადი ნივთები და ტანსაცმელი მდინარესთან იპოვეს.
ცნობისთვის, დიტო ხელხელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა.
გარდაცვლილს ოჯახი და პოლონელი სამართალდამცავები, თითქმის, 1 კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
მერაბ ცაავა