საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა (საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი) _ საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი;
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.
ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.
გიორგი გირკელიძე