ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ, თავისი ქონების შესახებ მომზადებული სიუჟეტით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„არ ვიცი რამდენად არის მაღალი საჯარო ინტერესი ჩემს შესახებ ერთ-ერთ ტელეარხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი პასუხის გავცე იმ სიცრუეს, რომლის ტირაჟირებაც ხდება უსირცხვილოდ:
ტყუილი #1:
თითქოს ვფლობ რამოდენიმე ძვირად ღირებულ ბინას, რომელიც გაფორმებულია სხვის სახელზე. ერთი ბინა რომელიც ნაჩვენებია სიუჟეტში ეკუთვნის მშობლებს, რომელიც შეძენილია 2005 წლამდე, მაშინ როდესაც ვიყავი სტუდენტი(შეძენა ფიქსირდება შესაბამისი ამონაწერით). ცხადია სტუდენტობის დროს მე ვერ შევიძენდი ბინას და ვერ გავაფორმებდი სხვის სახელზე. მეორე ბინა რომელიც ასევე ნაჩვენებია სიუჟეტში არის ჩემი ძმის მფლობელობაში (შეძენილი ჩემი მინისტრად დანიშვნამდე 6-7 წლით ადრე), სადაც ის ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და ცხადია ყველასთვის ცნობილია ეს ფაქტი, გარდა მთავარი არხისა.
ტყუილი #2:
თითქოს ქონებრივ დეკლარაციაში არ ხდება ინფორმაციის სრულყოფილად მითითება. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით გასულ წლებში არაერთხელ მომხდარა ქონებრივი დეკლარაციის დეტალური შესწავლა ფინანსთა მინისტრის მოადგილეების და მათ შორის ჩემი დეკლარაციის. შესწავლის შედეგად არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა. ასევე არ გამოვლენილა არასწორი ინფორმაციის წარდგენის ფაქტი.
ტყუილი #3:
თითქოს ჩემი მამა ამჟამად იკავებს რამე თანამდებობას ფონდ ქართუში, რაც არის ტყუილი. ამჟამად მას არანაირი შეხება არ აქვს ფონდ ქართუსთან.
ტყუილი #4:
თითქოს ჩემს თანამდებობა რამენაირად უკავშირდება ჩემი ძმის და მისი მეუღის დასაქმება. ჩემი ძმა ამჟამინდელ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობს უკვე ბოლო 8 წლის განმავლობაში კერძო კომპანიაში და ჩემი ძმის მეუღლე ნამდვილად მუშაობს სამხარაულის ბიუროში ბოლოს 10 წლის განმავლობაში (ექსპერტის თანამდებობაზე უცვლელად), იმ დროიდან როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა.
ტყუილი #5:
სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია ბინები რომელსაც არანარისი შეხება არ აქვს ოჯახთან და მხოლოდ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ალბათ ყველა უნდა ვიცნობდეთ ჩვენს “გმირებს”, რომლებმაც ეს ზღაპრები შეთხზეს და რომლებმაც ახალი ჟურნალისტური სტანდარტი დადეს.
პ.ს. მთავარი არხის არც ერთი ჟურნალისტი არ დამკავშირებია კომენტარის გასაკეთებლად აქ მოყვანილ ბოდვებთან დაკავშირებით, რაც ასევე “ახალი სიტყვაა” ჟურნალისტიკის ისტორიაში!“