საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში მომატებულია. ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
“ეს ცეცხლთან თამაშია. ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია რა დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე,”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: რუსთავი2