18-20 ივნისს ქობულეთში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ვიცეჩემპიონის კობა კალაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 15 გუნდი იყო წარმოდგენილი 150 მონაწილით.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან ტურნირში მონაწილეობა მიიღო ექვსმა ფალავანმა, რომელთაგან სამმა წარმატებით იასპარეზა. ლანჩხუთელთაგან ჩემპიონობა არავის დაუთმო დავით ტიკარაძემ, მან 3 შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და ოქროს მედალსაც დაეუფლა 47 კგ წონით კატეგორიაში. მეორე ადგილი დაიკავა ლაშა კუციამ + 57 კგ- ში, მესამე საპრიზო ადგილზე კი ნიკა კალანდარიშვილი გავიდა 35 კგ- ში.
ლანჩხუთელთა გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა: კახა აფხაზავამ, კახა გოგოლიშვილმა და დავით ხარატიშვილმა.