მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელსაც ჰქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა, იყო შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მამაკაცი, ამ დროისთვის, უკვე ჩამოყვანილია თბილისში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”,_ აცხადებენ უწყებაში.