22 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საფეხბურთო სექციის ფეხბურთელებმა სამეგრელოს ზონის გათამაშებაში მორიგი მატჩი, შინ აბაშის ზანასთან გამართეს, _ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
საფეხბურთო ასპარეზობა ბოხვაურის სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრა, საბოლოო ჯამში, ოზურგეთელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა _ 6 : 0
ამ ეტაბზე სამეგრელოს ზონაში, ოზურგეთი პირველ ადგილზეა და ლიდერობს.
გუნდი ასპარეზობისათვის გოჩა კრასოტკინმა, რამაზ ასკურავამ, თორნიკე წულაძემ, გია გაგუამ და გია ტუღუშმა მოამზადეს.
ავტორი: გიორგი გირკელიძე