დღეს სამტრედიაში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული გარბენი და ჭადრაკის ტურნირი გაიმართა.
გარბენში და ჭადრაკის ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი, მუნიციპალიტეტის მერის, ვალერი ფოცხვერიას მიერ, ოლიმპიური კომიტეტის მიერ მოწოდებული სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი