დღეს ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე სტუმრობდა, _ ინფორმაციას ა(ა)იპ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი წერს, იმნაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
“დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სასურველი სტუმარი ჰყავდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
დაუგეგმავი სტუმრობა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მოულოდნელი სტუმრობით სტუმარ- მასპინძელი კმაყოფილი დარჩა.
იმნაძემ ადგილობრივ სამსახურს მუშაობა მოუწონა, თანამშრომლებს აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა და კოვიდ ვირუსის მოსალოდნელ პროგნოზზეც გაამახვილა ყურადღება.
“არ შემეძლო რაიონში გამევლო და არ მენახეთ , ამას გული არ დაუშვებდა”, _ მიმართა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნატო ჯიბუტს გურულმა სტუმარმა.
ბატონმა პაატამ მწუხარება გამოთქვა მამა თომას გარდაცვალების გამო. ვწუხვარ, ცუდია, რომ ასეთი ადამიანი გარდაიცვალა, თან ვირუსის გამო. შევესწარი ცერემონიალსაც, ძალიან განვიცადე”.