ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ბოლო კვირის ახალი შემთხვევების დღიური დინამიკა კლებადია.
ოზურგეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 4390 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4312, გარდაცვლილია 64 ადამიანი. აქტიურია ინფიცირების 14 შემთხვევა.
ინფიცირებული ადამიანებიდან 12 სტაციონარში, 1 საკარანტინე სივრცეში, 1 კი ბინაზე მკურნალობს. იზოლაციაში ამ ეტაპზე არავინ იმყოფება.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი