რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას pravda ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინის საკითხი კიევში არ წყდება, იწ წყდება ვაშინგტონში, ბერლინში და პარიზში
„რა საკითხზე უნდა შევხვდე ზელენსკის, თუ მან ქვეყნის სრული მართვა საგარეო ძალებს გადააბარა. უკრაინაში ძირითადი საკითხები კიევში არ წყდება. ისინი წყდება ვაშინგტონში, ნაწილობრივ ბერლინსა და პარიზში. მე შეხვედრაზე უარს არ ვამბობ, უბრალოდ, უნდა გავიგოთ, რაზე ვისაუბროთ“, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ვლადიმირ პუტინმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინა არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შედის, რადგან უკრაინელი ხალხი არაა არამეგობრული.
მისი თქმით, უკრაინელები და რუსები, ზოგადად, ერთი ხალხია, დღევანდელი უკრაინის ხელმძღვანელობა კი აშკარად არამეგობრულია.
ავტორი: მერაბ ცაავა