ჩოხატაურში, დაბის მოსახლეობას წყალი დილიდან არ მიეწოდება. დაბის ცენტრში, ცენტრალურ გზაზე მილი დაზიანდა.
როგორც ადგილზე მისულებს გვითხრეს, მილის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს მანქანების ინტენსიური მოძრაობით.
“ცენტრალური “ტრასაა”, მანქანები მოძრაობენ და დაზიანდა. მიმდინარეობს შეკეთების სამუშაოები, რომელიც, დაახლოებით, ერთ საათში დასრულდება”, _ გვითხრა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელმა.
ავტორი: ნინო სალია