პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, თუ ეს კანონშია გაწერილი, ომბუდსმენმა მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ხოლო ასეთი ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში მას შეუძლია, თავად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება.
,,პარლამენტი უნდა მიჰყვეს იმ პროცედურებს, დადგენილ წესს და ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მას აკისრია. ნებისმიერი მსგავსი წესის ცვლილება, ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მიერ. სახალხო დამცველს აქვს კანონით გაწერილი ვალდებულებები. თუ ეს მისი ვალდებულებაა, რომ პროცესში უნდა იყოს ჩართული, ის ვალდებულია ჩაერთოს. თუ ეს მისი ვალდებულება არაა, მაშინ ომბუდსმენი თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა პროცესში ჩართვა“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2 ივლისს შეიკრიბება. ამასთანავე, სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.