თუ აღსრულდება ის რეგულაციები, რომელიც ძალაშია და სახელმწიფო ამაში მარგი ქმედების კოეფიციენტს კიდევ უფრო გააძლიერებს, ძლიერი მეოთხე ტალღის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„ალბათ საქართველოს მილიონ მოქალაქეს სიმპტომურად, თუ ასიმპტომურად ეს ინფექცია გადატანილი აქვს. ეს იმუნიზირებული ფენაა, რომელიც შესაძლოა 25-30%-საც კი აღწევდეს. ამიტომ მკაცრი ლოკდაუნები და ჩაკეტვები აუცილებლობას არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
წყარო: იმედინიუსი