Edu.aris.ge აქვეყნებს აბიტურიენტების კომენტარებს, რომლებიც გამოცდიდან ადრე გამოვიდნენ.
ერთ-ერთმა აბიტურიენტმა გამოცდა 45 წუთში დატოვა, რადგან მოშივდა.
„მომშივდა და ვიჩქარე გამოცდიდან გამოსვლა. ნერვიულობის გამო ვერ ვჭამე და მერე გამოცდაზე კი არა, ხინკალზე და მწვადზე ვფიქრობდი. ისე ცუდად არ დავწერე, მაგრამ დრო უნდა გამომეყენებინა ბოლომდე. შემდეგ გამოცდაზე საჭმლით მოვალ, შევჭამ და მერე შევალ“, – ამბობს აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდა 45 წუთში დატოვა.
წყარო: tia.ge