გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს.
7 ივლისს ქუთაისში ნალექიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +39 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
მესტიაში იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
+28 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
გორში უხვი ნალექი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.