საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ 3,9 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტით გათვალისწინებულ პროექტებზე მუშაობა ორშაბათიდან დაიწყება.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გულრწფელ მადლობას ვუხდი ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის 3,9 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტისთვის.
„ეს არის კონკრეტული, ხელშესახები სიკეთე, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა.
მზად ვართ, უკვე ორშაბათიდან აქტიურად დავიწყოთ მუშაობა პაკეტით გათვალისწინებულ პროექტებზე, როგორიც არის დაკავშირებადობის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, მოიტანს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მეტ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“,_ განაცხადა ღარიბაშვილმა.