ფეისბუქგვერდი “გურამ შარაძის საზოგადოება“ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ბიჭმა დაინახა, რომ ვიღაც გოგო წყალში იხრჩობოდა. ცურვა არ იცოდა, მაგრამ გადაეშვა და გადაარჩინა. თავად დაიღუპა. დღეს დაკრძალავენ.
გაწირო თავი ვიღაცის სიცოცხლის გადასარჩენად – რამხელა უნდა იყო, ეს რომ შეგეძლოს.
ნათელში იყოს! “
შეგახსენებთ, რომ 36 წლის შოთა ქარსელაძემ თბილისში, მტკვარში 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ ის დაიღუპა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შოთა ქარსელაძემ ცურვა არ იცოდა.
ავტორი: გიორგი გირკელიძე