ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 2 მათგანს კი ინდურ შტამზე კვლევა უტარდება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, სამივე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.
“სამი პაციენტი ნამდვილად სუნთქვაზეა. მძიმე პაციენტები არიან, არცერთს არ აქვს „ინდური“ შტამი ჯერ დადასტურებული, თუმცა, ორზე მიმდინარეობს კვლევა. 2 ბავშვი არის 2 თვემდე ასაკის, ერთი ახალშობილი. ბავშვებიდან ერთი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, _ განაცხადა ჩხაიძემ.