შვედურმა ,,ცისარტყელის ფონდმა“ თბილისი პრაიდის მხარდასაჭერად თანხა შეაგროვა, _ ამის შესახებ ფონდი, ვებ გვერდზე წერს.
ფონდის განმარტებით, ისინი თბილისი პრაიდს თანხას ოფისის აღდგენისა და საქართველოში ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვაზე მუშაობის გასაგრძელებლად ურიცხავენ.
შვედური ,,ცისარტყელის ფონდის “ ინფორმაციით, პრაიდს 130,000 შვედური კრონა (50 000 ლარი) შეუგროვა.
“5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით, ორგანიზაციის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს. ყველაფერი გაანადგურეს. ათასობით ანტი ლგბტ ხულიგანმა, რომელსაც მხარს უჭერდა მართლმადიდებლური ეკლესია და პრორუსული ჯგუფები, ხელი შეუშალეს პრაიდის ჩატარებას. ჟურნალისტებსა და ლგბტ+ აქტივისტებზე ქალაქის ქუჩებში იძალადეს. ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა არ გააჩნიათ, რადგან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა პრაიდის ჩატარების წინააღმდეგია”,- წერია ფონდის განცხადებაში.
ცნობისთვის ფონდის მიზანია, მსოფლიო მასშტაბით, ფინანსურად დაეხმარონ ლგბტქ ადამიანებს, იმ ქვეყნებში, სადაც თემის ხელისუფლების, პოლიციისა და რელიგიური ინსტიტუტების წარმომადგენლები დევნიან და ავიწროებენ.
ავტორი: მერაბ ცაავა