ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ნინიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. პოსტში ნინიძე მადლობას უხდის ჩოხატაურის ნორჩ მორაგბეებს, გია გიორგაძის, მეტსახელად “ყურშას” მოწაფეებს, რომლებიც, როგორც პოსტიდან ირკვევა, სკოლას ძველიდან ახალ სკოლაში საჭირო ნივთებისა და ინვენტარის გადატანაში დაეხმარნენ.
“უანგარო სიკეთის კეთება მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.
ნახეთ და იცნობდეთ ბიჭებს, რომლებიც ,,ყურშას” ბიჭებად გამოგვეცხადნენ დღეს გუთურის საჯარო სკოლაში, ხელი გაგვიმართეს და დაგვეხმარენ ,,გადმობარგებაში”.
სკოლის დირექციის სახელით მადლობას ვუხდით ამ ბიჭებს და ზაზა ,,ბიძიას”
15 სექტემბერს ჩვენი სკოლის გახსნაზე გეპატიჟებით საპატიო სტუმრების სტატუსით”, _ წერს ნინო ნინიძე.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც მოსწავლეებს ამ წლის სექტემბერში მიიღებს.