ამ წუთებში ჩოხატაურში, „ავერსის“ კლინიკაში რეანიმობილს ელოდებიან.
ცოტა ხნის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული ერთ-ერთი პირი, ჯიპის მძღოლი ქუთაისში გადაჰყავთ.
როგორც დაშავებულის ახლობლები „გურია ნიუსთან“ ამბობენ, წინასწარი მონაცემებით, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული.
“წელშია გაწყვეტილიო, შიგნიდან გამოვიდა ხმა. ჯერ ზუსტად ვერაფერს გვეუბნებიან. რეანიმობილს ველოდებით _ უნდა გადავიყვანოთ“, _ ამბობენ ისინი.
ჩოხატაურის კლინიკიდან _ “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” გაჰყავთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორი პირიც. კლინიკაში კატასტროფის ცენტრის მანქანები უკვე მივიდნენ.