ფოთში 21 წლის მამაკაცი დაჭრეს.
ინციდენტი აღმაშენებლის ქუჩაზე, გვიან ღამით, მოხდა.
მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ, ე. წ “სპიცით”, მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ის ამ დროისთვის სენაკში, კლინიკა ,,სენამედშია” გადაყვანილი.
ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე