„ჟურნალისტები არასოდეს ითხოვენ აპლოდისმენტებს და არც არავინ უკრავთ მათ, ტაშს. მაგრამ ლექსოს დავუკრათ ყველამ ერთად ტაში“,_ აღნიშნული განცხადება “TV პირველის” მენეჯმენტის წარმომადგენელმა და ტოქშოუს წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
გრიგოლიამ განაცხადა, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ.
„იმ დღეს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ. სად იყო მაშინ სპეცრაზმი, აქედან რომ ტყვიებს ესვრის ხოლმე მოქალაქეებს, სად იყო პოლიცია, თუ ეს თქვენი დაგეგმილი არ იყო?
ჩემს სიცოცხლეში პირველად გამოვდივარ მიტინგზე, თქვე არაკაცებო“,_ განაცხადა გრიგოლიამ.
ავტორი: თეო როსტიაშვილი