„ევრო 2020“-ის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა. ფინალურ შეხვედრაში ,,სკუადა აძურამ“ ინგლისი ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მატჩი ლონდონში, „უემბლიზე“გაიმართა.
პირველი ტაიმი ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. ლუკ შოუმ გოლი მე-2 წუთზე გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო. შეხვედრის მეორე ნახევარში კი, 67-ე წუთზე ანგარიში ლეონარდო ბონუჩიმ გაათანაბრა. დამატებით ტაიმებში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდა ვერ შეძლო, ამიტომ ჩემპიონობის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გაირკვა. პენალტების სერიაში იტალიამ 3:2 გაიმარჯვა. დონარუმამ და პიკფორდმა 2-2 პენალტი მოიგერიეს.
ცნობისთვის, იტალია, ევროპის ჩემპიონი 53 წლის შემდეგ მეორედ გახდა. ,,სკუადა აძურამ“ კონტინენტის პირველობა პირველად 1968 წელს მოიგო. ინგლისს კი, იდეალური შესაძლებლობა ჰქონდა ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გამხდარიყო, თუმცა, მანჩინისა და საუთგეიტის სამწვრთნელო დუელი იტალიელის გამარჯვებით დასრულდა.
ავტორი: მერაბ ცაავა