პარლამენტში ვითარება დაძაბულია, სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დარბაზიდან გაიყვანეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. დაპირისპირება სხდომათა დარბაზში ერთდროულად 3 ლოკაციაზე მოხდა.
დარბაზში შესვლა მოახერხა ვატო წერეთელმა, თუმცა, მას მანდატურის სამსახურმა დარბაზი დაატოვებინა, შემდგომ პირდაპირი ჩართვის დროს, ძალის გამოყენებით პარლამენტის შენობაც დაატოვებინეს.
,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს კი, უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა, დაპირისპირებისას ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს.
ავტორი: მერაბ ცაავა