ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე უერთდება სხვა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს დილით დავბრუნდი საქართველოში, არ მქონდა საშუალება გუშინ გამომეხატა ჩემი პოზიცია, როდესაც საპარლამენტო ფრაქციებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ პარლამენტის ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობაზე. ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ და ვუერთდები. ამ ფონზე, როდესაც არათუ არ არის გამოძიებული და დასჯილი არ არიან დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი სიკვდილი, წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა”, _ განაცხადა ბაქრაძემ.