ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის სარეგისტრაციო პორტალზე ხარვეზები, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მას შემდეგ გასწორდება, რაც პორტალზე Booking.moh.gov.ge მიმართვიანობა შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო პორტალზე ფაიზერით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს,, 15:00 საათიდან უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა, პორტალი პერიოდულად ითიშება და მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.