ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ის მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.
ფაქტს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელები ადასტურებენ, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობენ.
შსს- მ გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკური საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე