ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 დღის ჩვილი გარდაიცვალა, რომელიც ალფა, ე.წ. ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული, _ ინფორმაციას ციცინიშვილის კლინიკაში ადასტურებენ.
ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა. ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.