20 ივნისის მერეც ვნახეთ გადადგომები და მანამდეც, რამდენიმე რეზონანსული საქმის შემდეგ, მაგრამ ყველა გადამდგარი მალევე დაწინაურდა, ან მეორედ დაგვიბრუნდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„ახლა არაფერს ნიშნავს ღარიბაშვილის გადადგომა – მონა რა გვარი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს. არც ღარიბაშვილზე, ან თუნდაც დანარჩენ მეოცნებეებზე დაკისრებული სანქციები არ უნდა ადარდებდეს ივანიშვილს დიდად…
მთავარი ფიგურა ივანიშვილია და სწორედ მასზე უნდა გავიდეს სანქციების ხაზი. ის უნდა აიძულონ, რომ ქართველი ხალხს ნებას დამორჩილდეს.
შარლ მიშელი კი, თავისი რეპუტაციის დასაცავად ბრუნდება საქართველოში, რადგან უკვე ყველამ ზუსტად გაითავისა, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ არაფერზე მოლაპარაკება და ნდობა არ შეიძლება. არსებული კრიზისული მდგომარეობიდან კი, ვადამდელი არჩევნების გარდა ვერაფერი გამოგვიყვანს, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.