ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 4450 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4366 ადამიანი, გარდაცვლილია 64. ამ დროისთვის აქტიური რჩება ინფიცირების 20 შემთხვევა.