პარლამენტთან “ლელოს” ორი წევრი გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტის გარეთ იდგნენ და პარლამენტში შესვლის უფლებას ითხოვდნენ. გეგელია პოლიციას კონკრეტული კითხვებით მიმართავდა, თუმცა სამართალდამცველები მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი დაკავებით ემუქრებოდნენ.
წყარო: მთავარი ტვ