ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუტიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ დადებითი შემთხვევების მატება მოსახლეობის მიერ რეგულაციების არ დაცვამ გამოიწვია.
„იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ეს გამოიწვია იმან,რომ მოსახლეობა რეგულაციებს არ იცავს. იმატა ქორწილებმა, ხალხმრავალმა ღონისძიებებმა. გუშინ 11 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინწინ 13. სტაციონარში იმატა პაციენტების რაოდენობამაც. ოზურგეთში, სტაციონარში 21პაციენტი წევს. გვაქვს 29 აქტიური შემთხვევა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სულ გვაქვს ინფიცირების 4491 შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 4398 ადამიანი, გარდაცვლილია 64“,_ გვითხრა ქუტიძემ.