ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს ქალთა ტანვარჯიშის გუნდის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფორმაციას nbcnews ავრცელებს.
აშშ-ს ოლიმპიურმა და პარაოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენი დაასახელა, როგორც გუნდის ალტერნატიული წევრი.
„ადგილობრივი წესების შესაბამისად, სპორტსმენი გადაიყვანეს საკარანტინო სასტუმროში. პირადი ცხოვრების პატივისცემის გამო, ამ დროისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება არ შეგვიძლია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მასთან ერთად კარანტინში გუნდის კიდევ ერთი სათადარიგო წევრი იმყოფება.