ლანჩხუთელი ფალავანი თამაზ ღლონტი საქართველოს ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მწვრთნელი დავით მჟავია ავცრელებს, რომელმაც სოციალურ ქსელში თამაზ ღლონტთან ერთად ქუთაისის აეროპორტში გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა.
„ქუთაისის აეროპორტი. უნგრეთში ქ. ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება ლანჩხუთელი თამაზ ღლონტი, ამჯერად ის 55 კგ.წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ჩემპიონობას ვუსურვებ თამაზს“, _ დაწერა ფეისბუქზე ლანჩხუთელი მოჭიდავის მწვრთნელმა.
ავტორი: სოფო წილოსანი