მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახალ საფრთხეზე საუბრობს და გლობალურ საზოგადოებას აფრთხილებს _ კორონავირუსის ახალი, “ლამბდა” შტამი მთელს მსოფლიოში ვრცელდება.
პანდემიის მიმდინარეობაზე WHO-ს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსმა მარია ვან კერკხოვემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოტენციურად საშიში შტამის გავრცელება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ე. წ “ლამბდა”, ანუ ლათინოამერიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა ორშაბათს დაფიქსირდა ჰიუსტონის მეთოდისტურ საავადმყოფოში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ ჰყავთ გუნდი, რომელიც ვირუსის ევოლუციას აკვირდება:
“ლამბდა” შტამი ვრცელდება რიგ ქვეყნებში, ძირითადად ამერიკაში, თუმცა ამ დროისთვის, ის 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა”, _ განაცხადა WHO-ს ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ ივნისში წარმოადგინა შტატების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ვერსიის გავრცელების თვალსაზრისით, ყურადღებას საჭიროებს და მის განაწილებას მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან.