„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა , 5 ივლისის მოვლენებში დაზარალებულად ცნეს.
_თბილისის მთავარ სამმართველოში დამიბარა გამომძიებელმა, რომ ხელი მომეწერა დაზარალებურად ცნობის დოკუმენტისთვის. გამოვცხადდი ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატთან ერთად. დაზარალებულად მცნეს. 5 ივლისს ადგილი ჰქონდა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის და ცემის ფაქტს. ამის შემდეგ შემდეგ მექნება ჩემს საქმეზე გამოძიების მასალებზე წვდომის საშუალება, _ამბობს მერაბ ცაავა.
ჟურნალისტმა თქვა ასევე, რომ მანამდე გამოკითხვაზე იყო დაბარებული და გამოძიებამ მისგან ნივთმტკიცებად ამოიღო მაისური, სადაც აღბეჭდილია იმ პირის ფეხსაცმლის ნაკვალევი, ვინც წიხლი ჩაარტყა ზურგში.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე
ამავე თემაზე:
“თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე “გურია ნიუსის” ჟურნალისტს გვარის _ “ცაავას” გამო დაუპირისპირდნენ