ხობში, სოფელ ხეთაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დატბორილია ეზოები, ქუჩები და სავარგულები.
ასევე, სოფლების – ხეთისა და პირველი მაისის საზღვართან, ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მიძრაობა შეფერხებული იყო.
ადგილზე მერის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.
როგორც მერის წარმომადგენელი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში, შავლეგ ბუკია აცხდებს, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
,,ამ ეტაპზე მოსახლეობიდან ზარალზე ინფორმაცია არ გვაქვს. დავდივართ და ადგილზე ვეცნობით ვითარებას. ძირითადად, დაზიანებულია ხრეშ-ღორღიანი ქუჩები, დატბორილია ეზოები. იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და მდინარემაც ვერ შეძლო ამ რაოდენობის წყლის მიღება. თუ წვიმა გაგრძელდა, შესაძლოა, მდგომარეობა გართულდეს” ,- განმარტავს შავლეგ ბუკია.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე