ალაბამაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. გარდა ამისა, გაიზარდა კოვიდკლინიკებში პაციენტების რიცხვიც.
Cbsnews-ის ინფორმაციით, ალაბამას გუბერნატორმა ქაი ივეიმ განაცხადა, რომ ჰოსპიტალები სავსეა არავაქცინირებული ადამიანებით და ისინი იღუპებიან კიდეც.
„რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა ვაქცინა გაიკეთონ?“-ჰკითხა ჟურნალისტმა გუბერნატორს ბირმინგემში გამართულ ღონისძიებაზე.
„არ ვიცი- თქვენ მითხარით. ხალხს საერთო, საღი აზრი უნდა ჰქონდეს. მაგრამ დროა დავიწყოთ არავაქცინირებული ადამიანების დადანაშაულება კოვიდტალღაში“,_ უპასუხა გუბერნატორმა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ ალაბამა ვაქცინაციის მაჩვენებლით 47-ე ადგილზეა- – 18 წლის და უფროსი მცხოვრებლების დაახლოებით 52% -მა გაიკეთა ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ამავდროულად, ალაბამაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
„გავაკეთე ყველაფერი,რისი გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ თქვენს თავზე თვითონ უნდა იზრუნოთ“,_ ამბობს გუბერნატორი.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური მთავრობა ბევრს ცდილობს ვაქცინირების მიმართ ადამიანების მოსაზრების შესაცვლელად, თეთრი სახლის პრესმდივანმა, CBS News- ის კითხვას ივეის განცხადების შეფასების შესახებ, უპასუხა:
„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი როლი არის ბრალის წაყენება. რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება არავაქცინირებული ადამიანებისთვის, იმის შესახებ რა ემუქრებათ და როგორ საფრთხეს უქმნიან გარშემო მყოფ ადამიანებსაც“.