დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძეს თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც სხვა ვაქცინებით არიან აცრილები და Pfizer-ის ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ, საბოლოო ჯავშანს ვერ მიიღებენ, _ ამის შესახებ ის FACEBOOK -ში წერს.
როგორც ანა კასრაძე წერს, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო ტვირთავენ სისტემას თავიანთი “ექსპერიმენტით”.
“ვინც ფაიზერის გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება, ან არ ვიცი რა, ფაიზერზე გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ მესამე დოზით ფაიზერით შეძლებთ აცრას, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო ტვირთავთ სისტემას თქვენი “ექსპერიმენტით” და საბოლოო ვალიდაციის შედეგად თქვენი განაცხადი მაინც უარყოფილი იქნება.
პ.ს. ყველა ვაქცინა მუშაობს”, _ წერს ანა კასრაძე.
ავტორი: მერაბ ცაავა