ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ სტიქიას 124 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე ხუთშაბათის შემდეგ წვიმს. მეტეოროლოგიური პროგნოზის მიხედვით, კიდევ 2 დღის განმავლობაში იწვიმებს.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. შეშინებული ხალხი წყლისგან თავდასაღწევად სახლების სახურავებზე ავიდა. წყალმა ბევრი ადამიანი წაიღო. მაშველები დაკარგულ ხალხს ტალახში ეძებენ.
უამინდობის შდედეგად ელექტრო ენერგიის შეწყვეტამ კოვიდკლინიკაში მყოფი 2 პაციენტის სიკვდილი გამოიწვია.