“ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას ხელს არ შევუშლი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი დამნაშავე არ არის. ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილმა პოლიციელმა ცემა ჩემი დაცვის მყოფი, მაგრამ ეს ასე არ არის“, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურელი მასწავლებლის ადვოკატი დავით მამალაძე.
მამალაძის თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.
“სენსტიური თემაა და ამ საქმეზე ჭორების გავრცელება წარმოუდგენელია. დაველოდოთ გამოძიების და სასამართლოს პროცესის ბოლომდე დასრულებას”, _ ამბობს მამალაძე.
ავტორი: გიორგი გირკელიძე