„ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციისას 4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, _ ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოდგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.
„147 000-მდე პირი დარეგისტრირდა სულ. 4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო, აცრის გაკეთება ჯერ არ უწევდათ, თუმცა, მათ თავიანთი მონაცემები პორტალზე მაინც შეიყვანეს. ასე რომ, რეალურად, 5 000-მდე ჯავშანი არ შედგა და ეს ადგილები, ბუნებრივია, დაემატება პორტალს”, _ განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ დღის ბოლომდე ისინი დეტალურად დაანონსებენ დამატებით ადგილებს, მათ შორის, იმ 4750 ადგილსაც.
ავტორი: ნინო სილაგაძე