ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.
„მერიაში ინფიცირების შემთხვევების მატებას ადგილი არ ჰქონია. ვინც ჩაითვალა დაინფიცირებული თანამშრომლების კონტაქტებად იზოლაციაში იმყოფებოდნენ, ნაწილი რჩება იზოლაციაში“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ამ დროისთვის მერიის ყველა თანამშრომელი გატესტილია.
ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გასულ კვირას ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებულიდან ერთი მერიის, ერთი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი, ერთი კი საკრებულოს წევრია.