ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2367 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2272 ადამიანი, გარდაცვლილია 39. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 56 შემთხვევა, საიდანაც 14 პაციენტი სტაციონარში, 1 სასტუმროში, 41 კი ბინაზე მკურნალობს.